ხატია დეკანოიძე მელიას პატიმრობაში დატოვებაზე - ჩვეულებრივი მონური სისტემაა, ეს არის ფარსი

ჩვეულებრივი მონური სისტემაა, ეს არის ფარსი, ამაზრზენი და ძირგამომპალი მართლმსაჯულება, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

დეკანოიძის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია.

„წარმოუდგენელი ფარსია, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ და მათ შორის პროკურორებიც ამბობდნენ, რომ გირაო გადაიხადოს და შემდეგ გამოვიდეს ციხიდანო. ამის შემდეგ კი, პატიმრობაში რჩება ნიკა მელია და მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა. ჩვეულებრივი მონური სისტემაა, ეს არის ფარსი, ამაზრზენი და ძირგამომპალი მართლმსაჯულება. ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და დღეს ამ პროცესით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამხელა სიყალბესთან და ფარსთან გვაქვს საქმე.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი ის, რომ ჩვენ და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა სერიული ზეწოლა გააგრძელონ, რაც აუცილებლად მოხდება“ , - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა