ანა ბუჩუკური - დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ

დღეიდან, გიორგი გახარიასთან ერთად, პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას ვიწყებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება - დღეიდან ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება გეგმებს, უახლოეს მომავალში, გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო