არჩილ თალაკვაძე - მადლობას ვუხდი ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს ავღანეთში, მსოფლიოს  ყველაზე ცხელ წერტილში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნატო-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ავღანეთის მისია ეტაპობრივად დასრულდება.

მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ ამ მისიის ფარგლებში, ნატო-სთან შეთანხმებული განრიგით ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.

„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში.

განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს