ლევან დავითაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს და უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულების დიპლომატიურ მდივანს, ჯონ ლევიტს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელი, პანდემიის მიუხედავად, წარმატებული წელი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობისა და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ, გასულ წელს, მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და მიწების რეგისტრაცია დაიწყო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია აგროწარმოებაში უწყვეტი ეკონომიკური ზრდისკენ.

საუბარი შეეხო საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიას და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის, სატრანსპორტო სექტორის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და სატყეო სექტორის მიმართულებით. სტრატეგია ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებას გრძელვადიან პერიოდში. ამ მიმართულებით დაგეგმილია კონკრეტული აქტივობები.

ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაში“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია