ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა ტყის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე და სექტორის განვითარების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქვეყანაში ტყის სექტორის რეფორმირების პროცესზე, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მნიშვნელობასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა.

„მადლობას ვუხდი პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ტყის სექტორის რეფორმირების პროცესში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევას წარმოადგენს, რაც პირდაპირ კავშირშია ტყის მდგრად განვითარებასთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებაში ეფექტიანი წვლილი შევიტანოთ და ტყის მდგრადი განვითარებით დავიცვათ ქვეყნის მწვანე საფარი და გარემო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროპის ტყის ონლაინ მინისტერიალს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა მასპინძლობდა.

მინისტერიალის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, კოლეგებთან ერთად, ხელი მოაწერა ბრატისლავას მინისტერიალის რეზოლუციას და ბრატისლავას მინისტერიალის დეკლარაციას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო