სოლომონ პავლიაშვილმა UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის ინოვაციების ჯგუფი, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით (Czech UNDP Partnership for SDGs), 2019 წლის ნოემბრიდან აწყობს შეხვედრების სერიას სამეცნიერო, კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესების დაახლოებას, თანამედროვე კვლევითი მეთოდების და განვითარების სფეროში განხორციელებული კვლევების გაზიარების გზით.

„მისასალმებელია, რომ არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები სამეცნიერო მიღწევებს გაეცნონ შემდგომ პრაქტიკაში დასანერგად, როგორც გარემოს დაცვის, ისე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ყოველთვის საინტერესოა სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაცნობა საკანონმდებლო თუ კერძო ინიციატივების ჭრილში, როგორიცაა ჩეხეთი და ბოსნია-ჰერცოგოვინა, რომელთა შესახებაც მოწვეული ჩეხი ექსპერტისგან მოვისმინეთ”, - განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ სურსათის ნარჩენების სეპარირების, გადამუშავების, კომპოსტირებისა და რეციკლირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების ხელშეწყობისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს