ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხის შეკრების შემთხვევაში, „ოცნება“ იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები

„ევროპული საქართველოს“ წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, 15 მაისს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხის შეკრების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

მისი თქმით, 15 მაისის აქციისთვის მობილიზება იწყება.

„ხვალ, აჭარაში დაგეგმილია შეხვედრები. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება,ზუგდიდში, იმერეთში და ყველა რეგიონი იქნება მოცული. ამავდროულად „ევროპული საქართველო“ თავის რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით შეხვედრებს გააგრძელებს ამომრჩევლებთან და მათ მობილიზებას დაიწყებს, იმისთვის, რომ 15 მაისს ხალხმრავალი აქცია ჩატარდეს. „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის. 15 მაისს დიდი რაოდენობით მოსახლეობის შეკრების შემთხვევაში, ნაბიჯებს უკან გადადგამს და გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, - აცხადებს ტარიელ ლონდარიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა