ანრი ოხანაშვილი - ძალიან დაბნეულია ოპოზიცია, განსაკუთრებით, რადიკალური ნაწილი

უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციიდან გამოსვლა და პასუხისმგებლობის აღება უჭირს.

როგორც ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტის ხელმოწერის თაობაზე განაცხადა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, საზოგადოება და სტრატეგიული პარტნიორები.

„ძალიან დაბნეულია ოპოზიცია, განსაკუთრებით, რადიკალური ნაწილი!

ფაქტია, ძალიან უჭირთ დესტრუქციიდან გამოსვლა და პასუხისმგებლობის აღება დემოკრატიული პროცესების სასარგებლოდ!

წამზომი ჩაირთო, სულ ცოტა დრო დარჩა ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის კიდევ ერთი ლუსტრაციისთვის!

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოება და სტრატეგიული პარტნიორები, ოპოზიციამ კი უნდა აჩვენოს ვის ინტერესებს ატარებს!

ვაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს და მზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის!“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა