იაგო ხვიჩია - გვაინტერესებს, ზუსტად გავარკვიოთ „ქართულმა ოცნებამ“ როგორ გაიგო დანიელსონის დოკუმენტის შინაარსი - გვინდა გადამოწმება რაზე მოაწერა ხელი „ოცნებამ“ და რაზეა თანახმა

შერიგების ძალიან კარგი შანსია, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია, რომ ეს იყოს შერიგების წერტილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მმართველი გუნდის ხელმოწერა შეაფასა.

როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში მისვლისას იმ პირებს შეხვდებიან, ვისი ნახვის საშუალებაც ექნებათ.

„ვისთანაც გვექნება საშუალება ჩვენ ყველას შევხვდებით, მაგიტომაც შევდივართ იმ შენობაში, იქ არის ხალხი, ვისთანაც შეხვედრა საჭიროა. ახალი საფუძველიც გაჩნდა დისკუსიისთვის, „ქართული ოცნების“ თქმით, რეალურ ნაბიჯს დგამს, თუ დოკუმენტს ხელს აწერ და ამის აღსრულებას იწყებ, ეს რეალური ნაბიჯია. ვფიქრობ, შერიგების ძალიან კარგი შანსია, მარტო მე მოვაწერ ხელს, ეგ კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია დავიყოლიოთ მთელი ოპოზიცია, რომ ეს იყოს შერიგების წერტილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის“,-აცხადებს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიაში გაეცნობიან, თუ რაზე მოაწერეს ხელი მმართველ გუნდში, კერძოდ, როგორ გაიგეს დანიელსონის დოკუმენტის შინაარსი.

„გვაინტერესებს, ზუსტად გავარკვიოთ „ქართულმა ოცნებამ“ როგორ გაიგო დანიელსონის დოკუმენტის შინაარსი. იქ ბევრი სხვადასხვა შინაარსი იყო, ბევრ დოკუმენტზე იყო მსჯელობა. გვინდა გადამოწმება რაზე მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და რაზეა თანახმა.

შემდეგ გვაინტერესებს ოპოზიციის აზრი. ჩვენ გამოქვეყნებული გვქონდა „გირჩის“ გზა, ცხადია ბოიკოტის რეჟიმში ორშაბათს ისედაც ვაპირებდით პარლამენტში მისვლას, ხალხის გაცნობას, მაგრამ წამოგვეწია ეს თემაც“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს