მარინა კალიურანდი - ახლა, როცა მმართველმა პარტიამ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დოკუმენტზე ხელმოწერით გამოავლინონ გამბედაობა და კეთილი ნება

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საგანგებო მიმართვას აქვეყნებს და ოპოზიციას მოუწოდებს, მმართველი პარტიის მაგალითს მიბაძოს.

„გულითადად მივესალმები პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ამჟამინდელი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის მოძიების მიზნით, ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპრომისული დოკუმენტი მხარეებს სთავაზობს დაბალანსებულ გამოსავალს, რაც საქართველოში ყველა პოლიტიკური მხარის ინტერესებს ითვალისწინებს. მოსალოდნელიც არის, რომ ძირითადი ყურადღება მიმართული იყო მმართველი პარტიისკენ. ახლა, როცა მან გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მე სერიოზულად მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რომ ამ დოკუმენტზე ასევე ხელმოწერით გამოავლინონ იგივე გამბედაობა და კეთილი ნება. ისტორიამ გვასწავლა, ბევრ სიტუაციაში, დიდმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება არაპოპულარული ჩანდეს, ზოგჯერ საჭიროა ქვეყნისთვის უფრო დიდი სიკეთის მისაღწევად“, - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ