შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებებს სთავაზობს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ახალი წინადადებები პარტიებს უკვე გადასცეს.

მისი ინფორმაციით, პარტიებმა წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვეს.

"თქვენ ნახეთ, რომ დღის პირველ ნახევარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გავავრცელეთ, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ რამდენად სერიოზულად იღებს არსებულ სიტუაციას როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. ეს განცხადება აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების შეთავაზებას პარტიებისთვის. ეს უკვე მოხდა დღეს და გამოქვეყნებულია. ეს წინადადება არის ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისთვის. სანამ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციისთვის და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. ეს შეხვედრა შედარებით მოკლე იყო. ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებან პარტიები უკან, რათა თავისი გადაწყვეტილება გვამცნონ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დასრულდეს“, - განაცხადა ჰარცელმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება