სალომე სამადაშვილი - ჩვენ კიდევ გვჭირდება კონსულტაციები და დრო, რადგან გვაქვს შეკითხვები

პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ - ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დაიწყება შემდეგი პროცესი, რის შემდეგაც ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ჩამოყალიბდება პარტიული პოზიციები.

„ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, იმიტომ , რომ ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში ტექსტში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ იქნება შემდეგი პროცესი, ყველა პარტია გაივლის თავის შიდა კონსულტაციებს და შესაბამისად ჩამოყალიბდება პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ პარლამენტის ყველა წევრმა განიხილოს ამ შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, დაიწყება საჯარო განხილვის პროცესი, რომელიც დასრულდება, სავარაუდოდ, იმით, რომ ალბათ, ვიღაცა ჩათვლის, რომ შეთანხმება მათთვის არის მისაღები, მე რამდენადაც მესმის ზოგიერთმა პარტიამ ეს განაცხადი უკვე გააკეთა.

ჩვენ გვაქვს გარკვეული რეზერვაციები, ამიტომ მე ვერ ვიტყვი და ვერ გაცნობებთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ გვჭირდება კონსულტაციები და დრო, იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები“ , - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა