ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. როგორც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სესია ჰიბრიდულ ფორმატში, 19-22 აპრილს ჩატარდება და მასში მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ევროპის სახელმწიფო მინისტრი მაიკლ როთიც მიიღებენ.

საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ და ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

სესიის დღის წესრიგში შედის ევროსაბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ხედვების შესახებ დებატების გამართვა და ასევე ერთობლივი დებატები ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ქვეყანაში საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე.

ამასთან, მოთხოვნილია საგანგებო დებატები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების, თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების, კოვიდ პასპორტებისა და მოწმობების საკითხებზე, ასევე დებატები რუსეთის, როგორც ევროპაში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის თემაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს