შალვა შავგულიძე - ვისურვებდი, რომ შეთანხმების დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, კრიზისის განსამუხტად,  ხელს მოვაწერ და შევალ პარლამენტში

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, სასურველია, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ის კრიზისის განსამუხტად დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს.

როგორც მან „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ხელი არ უნდა შეუწყოს.

„ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის წინადადებები გარკვეულ დახვეწას საჭიროებს, მაშინ იქნება ძალიან კარგი. რაღაც დახვეწა სჭირდება რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თემას, ცოტა სიზუსტის შეტანა. ვფიქრობ, რომ ეს მცირედი ცვლილები განხორციელდება. თავისი არსით, რა თქმა უნდა, ეს ბოლო შემოთავაზება არის ის შემოთავაზება, რომელსაც კრიზისის განმუხტვა შეუძლია და მე მხარს დავუჭერდი მას. სასურველი იქნება მცირედი დახვეწა, უფრო თვალსაჩინო და გასაგები რომ იყოს და „ქართულ ოცნებას“ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს. რიგგარეშე არჩევნების მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, რადგან სულ სხვაა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რურუასთან დაკავშირებით ყველაზე სწრაფი გზა არის შეწყალება, თუმცა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისევ გირაოს გადახდაზე აქცენტირება, გაუმართლებელია. გირაოს გარეშე უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა. ეს კორექტირებები არის საჭირო.

მე ძალიან ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში. მიმაჩნია, რომ კრიზისის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს დაუპირისპირდეს, ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ ჩვენდა უნებლიედ არ უნდა მივცეთ, ხელი არ უნდა შევუწყოთ ზოგადად პოლიტიკური სპექტრისა და დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებას. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ, რადგან თუ ჩვენ დასავლეთთან შევალთ დაპირისპირებაში და ჩვენს დახმარებაზე ჩვენივე ნებით ხელს ავაღებინებთ, თვალისდახამხამებაში აღმოვჩნდებით რუსეთის პატრონაჟის ქვეშ, რისკენაც ისწრაფვის ივანიშვილი და „ოცნება“ და ამაში მას ხელი არ უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები