პაატა მანჯგალაძე შარლ მიშელის ახალ შეთავაზებაზე - დოკუმენტი არ არის გამარჯვება, მაგრამ მყარ საფუძვლებს ქმნის მომავალში გამარჯვებისთვის

დოკუმენტი არ არის გამარჯვება, მაგრამ მყარ საფუძვლებს ქმნის მომავალში გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე ჟურნლისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს ოპოზიცია ფართო მასშტაბიან აქციებს დაიწყებს.

„ვიდრე "ქართულ ოცნებას" ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, ყველაფერი არის ისე, როგორც აქამდე ვიყავით შეთანხმებულები საერთო ოპოზიციურ ფორმატში. დოკუმენტი იდეალური არ არის , მაგრამ ამ მოცემულ სიტუაციაში იძლევა კრიზისის განმუხტვის საშუალებას. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ თუ "ქართული ოცნება" არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციაა, რომ შექმნილ ვითარებაში უნდა ვისარგებლოთ ამ ფანჯრით და ყველამ ერთად უნდა შევეცადოთ პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით განმუხტვას. ეს დოკუმენტი არ არის გამარჯვება, მაგრამ მყარ საფუძვლებს ქმნის მომავალში გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife