არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესზე“ - ნებისმიერი ასეთი მაშტაბური პროექტი  ქვეყნის და საზოგადოების  ინტერესებში უნდა იყოს

ხელისუფლებას გვაქვს პოზიცია, რომ ნებისმიერი ასეთი მაშტაბური პროექტი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ თავისი მოადგილის, ავთანდილ ენუქიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან ერთად მოწოდებულია, რომ თავისი ელექტროგენერაცია განახლებადი წყაროებით ჩაანაცვლოს, რაც უნდა მოხდეს საუკეთესო წერტილში, სადაც გარემოსდაცვითი, ჩვენი ეროვნული ინტერესები და ენრგოდამოუკიდებლობის ინტერესები იკვეთება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარლამენტის წევრებს, ვინც ჩასულები იყვნენ იმერეთში და მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი შეხვედრა გამართეს პროტესტის ორგანიზატორებთან. ვფიქრობ, ეს უდავოდ პოზიტიური იყო იმ თვალსზრისით, რომ ჩვენი სახელისუფლებო გუნდი და პარლამენტი მოწოდებულია რომ საზოგადოებასთან, ჩვენს მოქალაქეებთან ჰქონდეს პირდაპირი დიალოგი ნებისმიერ საკითხზე იქნება ეს დაკავშირებული სირთულესთან თუ წარმატებებთან. ამიტომ ეს ცალსახად პოზიტიური იყო და ჩვენ ამაზე გამოხმაურებაც ვნახეთ. მივესალმები, რომ მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები ეფექტურად თანამშრომლობდნენ და მათ აჩვენეს საზოგადოებას თუ რას ნიშნავს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, როცა საქმე მშვიდობიან პროტესტს ეხება, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მეორეც, ეს პარლამენტისთვის პირველი აქტივობა არ ყოფილა. კარგად იცით, რომ ჩვენ დავნიშნეთ სპეციალური სხდომა და მოსმენა ჩატარდა პარლამენტში, სადაც მაქსიმალურად ბევრი კითხვა იყო დასმული და საზოგადოებამ ამაზე პასუხებიც მოისმინა. მერწმუნეთ, რომ დეპუტატების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა სწორედ ამ შინაარსს მოიცავდა, რომ ყველა ის საკითხი, რითაც პროტესტის ორგანიზატორები და მონაწილეები არიან დაინტერესებული, იქნება განხილული მთავრობასთან ერთად და შესაბამისი ინფორმაციით აუცილებლად დაუბრუნდებიან მოქალაქეებს შესაბამისი ორგანოები და მათი წარმომადგენლები. ამიტომ არამც და არამც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის კითხვები და წუხილები, რაც საზოგადოებას ჰქონდა, იქნება უყურადღებოდ დატოვებული.

რაც შეეხება პროექტს, პროფილურ კომიტეტს აქვს საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იმისთვის, რომ პარლამენტსაც თავისი დფამოკიდებულება ჰქონდეს ჩამოყალიბებული. განვაგრძოთ ამაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში იქნება ისეთი ნაბიჯები გადადმული, რომელიც ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. უდავოა, რომ ელექტროენერგიაზე იზრდება მოთხოვნა ყოველწლიურად და ასევე განახლებადი ენერგიის წყაროები სულ უფრო მეტად ანაცვლებს ენერგიის იმ წყაროებს, რომელიც გარემოს დაბინძურებას იწვევს. ამიტომ საქართველოც ევროკავშირთან ერთად მოწოდებულია, რომ თავისი ელექტროგენერაცია ჩაანაცვლოს განახლებადი წყაროებით. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს საუკეთესო წერტილში, სადაც გარემოსდაცვითი ინტერესები ჩვენი ეროვნული ინტერესები და ენრგოდამოუკიდებლობის ინტერესები იკვეთება.

ცალსახად, ხელისუფლებას გვაქვს პოზიცია, რომ ნებისმიერი ასეთი მაშტაბური პროექტი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. თუ თქვენ გაქვთ სამართალდარღვევაზე ინფორმაცია, როგორც ბრძანებს, ამაზე პირდაპირ შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდამცავ სტრუქტურებს და როგორც პარლამენტის წევრმა მოითხოვოთ რეაგირება. ჩვენ ამის გადამოწმების საშუალება გვექნება როცა შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები პარლამენტში მობრძანდებიან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომაზე თალაკვაძის განცხადებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდეილ ენუქიძემ განაცხადა, რომ „ნამოხვანჰესის“ პროექტში ბევრია ასეთი დეტალი, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია და მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

„ჰესზე არ არის ლაპარაკი, უნდა აშენდეს, მაგრამ 380 ჰექტარს რომ აძლევენ და მერე 99 წლით 600 ჰექტარს, ეს არის ჩემთვის ძალიან გაუგებარი. ვიდრე ბოლომდე არ ჩავიხედე, ვერ გავერკვიე ამაში. ფაქტიურად, მუდმივად აძლევენ, ჩუქნიან იმ 381 ჰექტარს. მაგის გარდა იქ წერია, რომ 15 წლი ჩვენ უნდა მოგვაწოდონ ელექტროენერგია, მაგრამ იქვე აქვს მინაწერი გაკეთებული, თუ ჭარბი ელექტროენერგია მექნებაო და არ წერს ჭარბი რამდენია, შემიძლია გავყიდოო. ბევრია ასეთი დეტალი, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია და აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა