სუს-ის ანგარიში - 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით

2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებზე ზეწოლას ფინანსური დახმარების საკითხის გამოყენებით ახორციელებდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ანექსიის კონტექსტში ხაზგასასმელია 2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის „დამტკიცება“. ე.წ. პროგრამა ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, ე.წ. სამართლებრივი ბაზის „ჰარმონიზაციას“ ითვალისწინებს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის „მინიჭებისა“ და მათზე უძრავი ქონების, მათ შორის, ე.წ. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების „გასხვისების“ შესაძლებლობას აჩენს.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაღალი ალბათობით, რუსეთის ფედერაციამ ზემოხსენებულ ე.წ. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ოკუპირებულ რეგიონზე ზეწოლა ფინანსური დახმარების საკითხის გამოყენებით განახორციელა.

გასათვალისწინებელია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ კიდევ ერთხელ გააქტიურდა ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას „რუსეთისთვის მიკუთვნების“ საკითხი, რაც ასევე ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილია.

2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რადგან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს.

ამ მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო პროცედურების გამარტივება. 2020 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის როკის მონაკვეთზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საბაჟო პუნქტი გაუქმდა და „შესაბამისი პროცედურები" ერთობლივად ხორციელდება მხოლოდ რუსეთში, „ქვემო ზარამაგზე". აღნიშნული მიზნად ისახავს ე.წ. სტრუქტურების ეტაპობრივ გაუქმებას და მათ რუსულ უწყებებში ინტეგრირებას“, - ნათქვამია სუს-ის 2020 წლის ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია