ე.წ. უშიშროების კომიტეტი - საქართველოში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების გადაბირება, წარმოადგენს უხეშ პროვოკაციას

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ემუქრება: იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავლენ, „სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის“ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისჯებიან.

სააგენტო „რესი“ აქვეყნებს ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართული მხარე სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების პროვოცირებას ახდენს“.

„13 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, შესთავაზა დაუბრკოლებლად დატოვონ რესპუბლიკის ტერიტორია, ასევე მათთვის გააუქმეს ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინი. საქართველოში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების გადაბირება წარმოადგენს უხეშ პროვოკაციას, რომელიც რესპუბლიკის მცხოვრებთა უსაფრთხოებას ემუქრება“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს მიმართავს, ყურადღება მიაქციონ, რომ „ვიდრე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენენ, დაფიქრდნენ შესაძლო შედეგებზე, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე ახლობლების ჯანმრთელობაზე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა