სალომე სამადაშვილი - იმედი მაქვს, სულ მალე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით

იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

სამადაშვილის განმარტებით, დღევანდელ დოკუმენტს ხელს არა პარტიის, არამედ პარლამენტის ინდივიდუალური წევრის სახელით აწერს.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის გზა იმისთვის, რომ ,,დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და „გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა“.

,,დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ევროპულ ქვეყანას. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა