გურამ მაჭარაშვილი - ამნისტიის კანონის ინიცირების შემთხვევაში, მოხდება 20 ივნისის პროცესებთან დაკავშირებით ყველა პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც აღძრული იყო საქმე და მიმდინარეობს გამოძიება

ამნისტიის კანონის ინიცირების შემთხვევაში, მოხდება 20 ივნისის პროცესებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც აღძრული იყო საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, შეეხებათ თუ არა ამნისტია სამართალდამცავებსაც, მაჭარაშვილი პასუხობს - „კი, ყველა მონაწილეს შეეხება“.

„შეთანხმებაში არის საუბარი ამნისტიის კანონზე, აქ მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების მიზნით არ არის ამ შეთანხმებაში ჩაწერილი ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება. სამართლებრივად, ამნისტიის კანონის ინიცირების შემთხვევაში, მოხდება 20 ივნისის პროცესებთან დაკავშირებით ყველა იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც აღძრული იყო საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის პათოსი ამნისტიის შესახებ კანონის,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება გირაოს გადახდა - არგადახდის საკითხს, მაჭარაშვილი განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ეხება მთლიანად სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, გირაოს გადახდით კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ხდება. ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, კანონპროექტის დაინიცირება მოხდება მაშინ, როცა პარტიები შევლენ პარლამენტში.

„საქმის მთლიანად შეწყვეტას და არა მხოლოდ ნიკა მელიას საქმის, სჭირდება ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის დაინიცირება მოხდება იმ შემთხვევაში, როცა შემოვლენ ოპოზიციური პარტიების პარლამენტის წევრები. კარგად ჩანს, „ნაცმოძრაობის" და ნიკა მელიას „სახელმწიფოებრივი" აზროვნება - ის, რაც თავად ვერ გაბედა და მისმა მხარდამჭერებმა, რომ გირაო გადაეხადათ, ეს დაინახა აშშ - მა და ევროკავშირმა და მათ ნაცვლად გადაწყვიტეს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდეს ამ გირაოს გადახდა, რომ ამ ახირებამ ხელი არ შეუშალოს იმ პროცესებს, რაც გადაწყვეტილია ევროკავშირის, აშშ - ის და „ქართული ოცნების“ მიერ და რასაც კარგია, რომ შემოუერთდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა