პარლამენტში, სადაც შარლ მიშელთან შეხვედრაა დაგეგმილი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდნენ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე; „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

"არ ვარ ჯერ პარლამენტში შემოსული, შარლ მიშელთან მაქვს შეხვედრა", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უნდა შეხვდნენ. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში 18:15 საათზეა დაგეგმილი და მას მხოლოდ ის ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა