ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში პრეზიდენტ მიშელის ხათრით შემოვლენ, შემდეგ კი ჩვეულებრივი ქცევა იქნება ოპოზიციის ლიდერებისა და წევრების მოსვლა - მე კი ვარ გათამამებული იოსელიანთან ერთად

კმარა, 6 თვეა არის „ბასტი-ბუბუ”, დავასრულოთ ეს „ბასტი- ბუბუ“ კარგია, რომ ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი გვეხმარება, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერების პარლამენტში მოსვლა ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს და ეს შარლ მიშელის ძალიან ეფექტური ნაბიჯია.

"მესამედ შევხვდები პრეზიდენტ მიშელს და აღტაცებული ვარ მისი ქმედებებით. ის გვაჩვენებს, როგორი მაღალი კლასის ევროპელი პოლიტიკოსია. დღეს შეგვატყობინეს, რომ ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი უნდა მოვიდნენ პარლამენტში და სწორედ აქ, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართება მიშელისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. ძალიან ეფექტური იმიტომაა ეს ნაბიჯი, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან აქ შემოსვლა მკრეხელობად ითვლებოდა და ლამის სამშობლოს ღალატთან და უზნეობასთან იყო გაიგივებული. ძალიან კარგი, პრეზიდენტ მიშელის ხათრით შემოვლენ და შემდეგ ჩვეულებრივი ქცევა იქნება ოპოზიციის ლიდერებისა და წევრების მოსვლა. ეს არის ფსიქოლოგიური ნაბიჯი, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდმა ნაწილმა თავის თავში დაამარცხოს სტერეოტიპი რომ არაფრით შეიძლება პარლამენტში შემოსვლა, რომ მკრეხელობაა. ამაში ეხმარება პრეზიდენტი მიშელი. სადღაც სხვაგან კი არ დაგვითქვა შეხვედრა დაგვითქვა პარლამენტში. ეს არის ძალიან კარგი. მე კი ვარ გათამამებული იოსელიანთან ერთად, მაგრამ ეს არის კარგი და ძალიან სწორი ნაბიჯი. შეთანხმება არის კარგი, უნდა ამოვისუნთქოთ. ყველამ შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სალომე სამადაშვილი კინაღამ ჯვარს აცვეს და ჯვარზე უკუღმა ჩამოკიდეს. ამის მიუხედავად თვითონაც გონს მოდიან. შეთანხმება უნდა შედგეს, ოპოზიცია პარლამენტში შევიდეთ და ხალხზე და ქვეყანაზე ვიფიქროთ. კმარა, 6 თვეა არის ბასტი -ბუბუ, დავასრულოთ ეს ბასტი- ბუბუ! კარგია, რომ ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი გვეხმარება. ძალიან ცოტა დარჩა ის, ვინც ხელი დოკუმენტს არ მოაწერა და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღის ამბავია", - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა