მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საპარლამენტო პოსტების ოპოზიციისთვის განაწილებაზე გადაწყვეტილებები საშემოდგომო სესიისთვის იქნება მიღებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, საპარლამენტო პოსტების ოპოზიციისთვის განაწილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საშემოდგომო სესიისთვის იქნება მიღებული.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვადები ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრულია.

„შეთანხმება პოლიტიკური მნიშვნელოვანი აქტია და აქვს უნარი იმისა, განმუხტოს არსებული პოლარიზაცია", - აღნიშნა სარჯველაძემ.

კითხვაზე, მოხდება თუ არა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის ოპოზიციის წარმომადგენლისთვის დათმობა, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტულად როგორ წარიმართება პროცესი, ამაზე დღეს საუბარი ნაადრევია, ფართო მსჯელობა კი, მომავალში წარიმართება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ