ავთანდილ ენუქიძემ და გელა მიქაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„ევროპელი სოციალისტების“ წევრები, დეპუტატები ავთანდილ ენუქიძე და გელა მიქაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდნენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. როგორც ხელმოწერის შემდეგ ავთანდილ ენუქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დოკუმენტს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ „დაწყნარდება ქვეყანა და მშვიდობა იქნება“.

„მსოფლიოში ყველა პრობლემა არაფრით იჭრება, მაგრამ უმეტესობა გადაიჭრება. რა გადაიჭრება, ვნახოთ. ის, რაც უნდა განმუხტულიყო, განიმუხტება და ვისაც არ უნდა, რომ განიმუხტოს, არ განმუხტავს, რევოლუცია ვისაც უნდა. ვინც დარჩება და კიდევ ქუჩაში გადაიტანს რაღაცებს, მას უნდა რევოლუცია. არ ვიცი ახლა, „ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ სხვა, გამოჩნდება. მე ყველაზე პირველი შევედი პარლამენტში იმიტომ, რომ ქუჩაში ყოფნა არ მინდოდა“, - განაცხადა ენუქიძემ.

მან აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონის მომზადებაში ჩაერთვება.

„ამნისტია პოლიციელებსაც უნდა შეეხოს, რა შუაშია პოლიტპატიმარი? აქ პოლიტპატიმარი არავინ არის. საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის.

ჩვენ ხომ შერიგებისკენ მივდივართ, ამდენი ხანი მთელი ევროპა და აშშ ეხვეწება ამათ, შერიგდითო, კი ბატონო შერიგდნენ და მე ეს მიხარია, მაგრამ მაშინ ცოტა უკანაც გადავიხედოთ. ბოდიში და ვინც გააუპატიურეს და მოკლეს, მათ მშობლებს აღარ ეკითხებით, ეს შერიგება უნდათ თუ არა? მაგრამ უნდა შევრიგდეთ“, - განაცხადა ენუქიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს.

„რამდენი ხანი უნდა იომოს 3 მილიონამდე მოსახლეობამ, ეს არის აქ, მეტი არაფერი, თორემ სულ არ მიყვარს ზოგიერთი ის ხალხი, ვინც იქ შემოვა, მაგრამ უნდა შემოვიდეს და შევრიგდეთ, თორემ ერთმანეთი რომ დავხოცოთ, რა გამოვა?!“ - განაცხადა ენუქიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს