რუსეთში ასლან ბჟანიასთან ერთად სოხუმთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, საკითხზე სასაუბროდ სააგენტოს ხელმძღვანელთან ალექსადრ ნერადკოსთან მოსკოვში მყოფი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია იმყოფებოდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დეტალურად განიხილეს საკითხი, რომელიც უკავშირდება საპროექტო-საკვლევი სამუშაოების ორგანიზებას აეროპორტის სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციას.

მათივე ცნობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ერთიანდებიან რუსი და აფხაზი სპეციალისტები.

„შესრულებულია რიგი სამუშაოები: ფორმირებულია საგზაო რუკა, მიმდინარეობს ობიექტის მომზადება საპროექტო-საკვლევი სამუშაოების დასაწყებად, მზადდება საექსპერტო შეფასება აუცილებელი დანადგარებისთვის აეროპორტის საოპერაციოს საქმიანობის ორგანიზებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაწყებულია დოკუმენტების აუცილებელი პაკეტის მოსამზადებლად ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო კანონმდებლობის კუთხით. ისაუბრეს ავიაციის სპეციალისტების მომზადების საკითხზეც.

ცნობილია ასევე, ასლან ბჟანიას განცხადება, რომელიც სოხუმის აეროპორტის გახსნას 2024 წელზე ადრე არ ვარაუდობს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა