რომან გოცირიძე - საქართველო ისტორიაში არასდროს ყოფილა მსგავსი ყურადღების ქვეშ - შარლ მიშელს რომ ჰკითხო, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვინ არის, ვერ გეტყვის, მაგრამ იაგო ხვიჩია იცის

ნიკა მელიას გირაოთი თუ სხვა ფორმით ციხიდან გამოშვება არ ნიშნავს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმის შეწყვეტას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, შეთანხმებაში წერია, რომ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

„შეთანხმების შესრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. გირაო და ადამიანის გამოსვლა, ვერ წყვეტს დევნას, გირაოთი გამოსვლა ნიშნავს, რომ აღკვეთი ღონისძიების ფორმა იცვლება.

ასევე, დოკუმენტში წერია ამნისტია. ამნისტია, იმიტომ არის ნახსენები, რომ ნიკა მელიას გირაოთი თუ სხვა ფორმით ციხიდან გამოშვება არ ნიშნავს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმის შეწყვეტას. იქ წერია ამნისტია ან მისი ტოლფასი ქმედება. მისი ტოლფასი ქმედება არის ის, რომ პროკურატურამ თქვას უარი დევნაზე, რაც სამწუხაროდ, არ მოხდება. ამხელა მსოფლიო მასშტაბის დუღილში, სადაც ევროპა და ამერიკა მონაწილეობს, თავად ევროპელები ამბობენ, რომ საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა მსგავსი ყურადღების ქვეშ, ლამის შარლ მიშელს, რომ კითხო პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ვინ არის ვერ გეტყვის, მაგრამ იაგო ხვიჩია ვინ არისო რომ ჰკითხოთ, იცის. მათ გაიცნეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება თავისი პლიუსებით და მინუსებით “ , - განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა