მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს წიგნები აჩუქა

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასკოლო, მხატვრული და ილუსტრირებული გამოცემები მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა, ასევე მოზარდებმა, რომლებიც იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ და არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში საქართველოს მასშტაბით.

„საგულისხმოა, რომ დღეს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა, რაც საქართველოში თითქმის 20 წელია განსაკუთრებულად აღინიშნება. ამავდროულად, ეს დღე საქართველოში წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის საუკეთესო ინიციატივაა.

მიხეილ ჩხენკელი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში #აჩუქეწიგნი და წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ბავშვებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა იმისათვის, რომ აიმაღლონ მოტივაცია და ჩამოუყალიბდეთ ლიტერატურული გემოვნება“, - აღნიშნულია განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა