სოფელ ტახტიძირთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სპეციალური ტექნიკით ხნულები გაავლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ტახტიძირთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და სოფლის პერიმეტრზე სპეციალური ტექნიკით ხნულები გაავლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლებმა ამავე ტერიტორიაზე ლითონის ბოძები რამდენიმე დღის წინ მიიტანეს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მავთულხლართები გავლებული არ არის, თუმცა, 2008 წლის ომის შემდგ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ბანერები დაამონტაჟეს და ტახტიძირის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა