კახა კალაძე - არჩევნები არ გაყალბებულა, ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც შედგა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან

არჩევნები არ გაყალბებულა, ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც შედგა და ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შედიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.

კალაძის თქმით, არჩევნების შესაძლო გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება და ეს შეთავაზება დღესაც არის, რომ მოხდეს საპარლამენტო კომისიის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა უბანი გადათვლილიყო, გახსნილიყო, ენახა ადამიანებს მართლა გაყალბდა თუ არა. თუმცა, ეს არ მოისურვეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, არაფერი გაყალბებულა",-განაცხადა კალაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ