სალომე სამადაშვილი -  „ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას - ვადამდელი არჩევნები გარანტირებული იქნება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 22 პროცენტსაც ვერ აიღებს.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, ვადამდელი საპარლმენტო არჩევნები გარანტირებული იქნება, რადგან „ქართული ოცნება“ რღვევას განაგრძობს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი -დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას“, - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა