ზურაბ ჯაფარიძე - არავინ აპირებს, რომ ამნისტია ჯალათებს შეეხოს

არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ბრძანების გამცემებს, ჯალათებს შეეხოს- ეს ამ შეხვედრის საერთო ატმოსფერო იყო, - ამის შესახებ “გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ აპირებს ამნისტია ჯალათებზე დაიშვას.

„არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს, ბრძანების გამცემებს. ეს იყო საერთო ატმოსფერო ამ შეხვედრის, ასე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან. 3 პოლიციელია, როგორც თვითონ ამბობენ. მადლობა, ყველას ვინც გვაკრიტიკებდა, ვინც მოგვიწოდებდა - ასე არ ქნათ, ისე არ ქნათ. ისედაც არავინ არ აპირებდა, მე როგორც გავარკვიე მსგავსი რამის დაშვებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე არჩილ თალაკვაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარტიაში მისი ქმედებები არ მოეწონათ.

„ერთადერთი ვერსია, რაც თავში მაქვს ეს კავშირშია ამ შეთანხმებასთან, როგორც ჩანს, თალაკვაძის ქმედებები არ მოეწონათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა