ანრი ოხანაშვილი - კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე

კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება.

„ქართული ოცნების“ მზაობა როგორიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ მიღწეულიყო შეთანხმება. ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ევროკავშირის ეგიდით და არ მივეცით არცერთ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაშლილიყო შეთანხმება, რისი სურვილიც მათ ჰქონდათ. ჩვენ ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას.

დღეს იყო საქმიანი შეხვედრა იმისთვის, რომ ხელმოწერა, რაზეც ჩვენ ყველამ განვახორციელეთ, დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა შესრულდეს.

„ქართული ოცნება“ რჩება შეთანხმების ერთგული, იმ ხელმოწერის რა ხელმოწერაც ჩვენ განვახორციელეთ, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის, როგორც შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას.

თუ თქვენ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული?! რა თქმა უნდა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ჩვენი პოზიციაა, რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს - ეს არის ჩვენი სულისკვეთება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ამნისტია გავრცელდება ყველა პირზე და დარღვევაზე თანაბრად.

"კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს შეთანხების ტექსტში წერია. აქამდე ცდილობდნენ, შეთანხმება არ შემდგარიყო. არავის მივცემთ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის საშუალებას. ამნისტია უნდა გამოიცეს. ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე - ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე თანაბრად,გარდა კონვენციული მიდგომისა“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა