ანრი ოხანაშვილი - არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება - კახა კუჭავა არის გამოკვეთილი ლიდერი, საპარლამენტო საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებული სპიკერი იქნება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კახა კუჭავა გამოკვეთილი ლიდერია და ის წარმატებული სპიკერი იქნება.

გარდა ამისა, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად დარჩება.

„მგონი დამატებითი კომენტარი აზრს მოკლებულია, რადგან თავად არჩილ თალაკვაძემ განმარტა არგუმენტებიდან გამომდინარე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე შემიძლია, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. არჩილ თალაკვაძე რჩება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ბატონ კახა კუჭავას, რომელიც ასევე არის გამოკვეთილი ლიდერი, საპარლამენტო საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებული სპიკერი იქნება”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მმართველმა გუნდმა კახა კუჭავა წარადგინა. სპიკერის თანამდებობა არჩილ თალაკვაძემ ორი დღის წინ დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა