ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ კანონში იქნება კონვენციური დათქმა და თუ ვინმეს მიერ გამოიკვეთება წამების, არაადამიანური მოპყრობის ჩადენა, ამნისტია არ შეეხება

ჩვენ გამოვცემთ ამნისტიის აქტს ყველა იმ სტანდარტის დაცვით, იმ ტერმინოლოგიით, როგორც ეს შეთანხმებაშია გაწერილი და რა სულისკვეთებაც იყო სწორედ იმ მხარის მხრიდან, რომელმაც ამნისტიის აქტი შემოგვთავაზა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იმ შეთანხმების ერთგული რჩება, რა შეთანხმებასაც ხელმომწერმა პარტიებმა მიაღწიეს.

„ქართული ოცნება“ ევროპული ღირებულებების ერთგულია, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ შეთანხმების ჩაშლა, რისი დიდი რისკებიც არის. ჩვენ გამოვცემთ ამნისტიის აქტს ყველა იმ სტანდარტის დაცვით, იმ ტერმინოლოგიით, როგორც ეს შეთანხმებაშია გაწერილი და რა სულისკვეთებაც იყო სწორედ იმ მხარის მხრიდან, რომელმაც ამნისტიის აქტი შემოგვთავაზა. ამნისტიის აქტი ჩვენ არ დაგვისვამს დღის წესრიგში. ჩვენი არანაირი ინტერესი არაა ამნისტიის გამოცემა და ვინაიდან ეს შეთანხმების საგანია, ჩვენ უპირობოდ მივიღეთ ეს შემოთავაზება. ჩვენ მას იმ ტერმინოლოგიით გამოვცემთ, როგორც ეს არის შეთანხმებაში ასახული. ვისურვებ, რომ ეს კანონპროექტი ერთად დავაინიციროთ. გუშინ შევხვდით, იყო როგორც აზრთა თანხვედრა, ასევე აზრთა სხვადასხვაობა. ვნახოთ, თუ დავაახლოვებთ პოზიციებს, ჩვენ ამისი სურვილი გვაქვს და იქნება ერთი კანონპროექტი. თუ ასეთი არ იქნება, მაშინ „ქართული ოცნება“ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს, დააინიცირებს კანონპროექტს, დანარჩენი ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

ამნისტია არ შეეხება და არავის აქვს მიზნად და აზრად შეეხოს ისეთ ადამიანს, ვინც შესაძლოა ჩაიდინა წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, შესაბამისად ,ეს სპეკულაციები რომ გამოვრიცხო, მიდგომა იქნება ერთიანი და თანაბარი, იქნება კონვენციური დათქმა და თუკი ვინმეს მიმართ შესაძლებელია გამოიკვეთოს კონვენციური მუხლის სტანდარტის შესაძლო დარღვევა, რა თქმა უნდა, მათ არ შეეხებათ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა