სირიაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ელჩმა სირიის ეკონომიკის მინისტრსა და ომანის სასულთნოს ელჩთან შეხვედრები გამართა

სირიაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ელჩი ბაგრატ ხუტაბა სირიის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრს მუჰამედ სამერ ალ-ხალილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ- აფხაზია“ სირიაში აფხაზეთის ე.წ. „საელჩოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აფხაზეთსა და სირიას შორის „ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების“ საკითხები განიხილეს.

ამასთან, ე.წ. აფხაზეთის საელჩოში 25 აპრილს ასევე გაიმართა შეხვედრა სირიაში ომანის სასულთნოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბენ მაჰმუდ ალბუ საიდთან.

„ომანის ელჩმა აფხაზეთის ელჩს აფხაზეთის საელჩოს გახსნა მიულოცა და აფხაზეთსა და მის ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა,“ - აცხადებენ ე.წ. „საელჩოში“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა