პარლამენტი დღეს  ახალ  თავმჯდომარეს აირჩევს

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები დღეს, 27 აპრილიდან დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარე, გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან, გადამდგარად ითვლება. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს.

27 აპრილის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - ასე განმარტა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზეზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა