ხათუნა სამნიძე ამნისტიაზე - გრძელდება ურთიერთობა, აზრების გაცვლა და ვცდილობთ ორივე მხარემ დავაახლოვოთ პოზიციები - არც ის არ არის კატასტროფა თუ ორი სხვადასხვა კანონპროექტი იქნება

ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ შეიძლება შეთანხმება შევძლოთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული და არც იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელმოწერის შემდეგ "ქართული ოცნება" ძალიან რაციონალურად შეხედავს ვითარებას - გრძელდება ურთიერთობა და აზრების გაცვლა და ვცდილობთ ორივე მხარემ დავაახლოვოთ პოზიციები, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ამნისტიის კანონის მიღება მათი პასუხისმგებლობაა.

„ფართო ამნისტიას არავინ არ დათანხმდება ოპოზიციური პარტიებიდან. ჩვენი პრინციპები არის, რომ ეს გავრცელდეს მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლებზეც უკვე აღძრულია საქმე, ანუ ლაპარაკია ერთ მუხლზე და ვიცით, რომ სამ პოლიციელზეა საუბარი, ვიცით, რომ კონვენციური მუხლები ვერ ჩაიწერება იმიტომ, რომ დაცულია და ამნისტირებული არ იქნება და არ ეხება მაღალი თანამდებობის პირებს.

იქიდან გამომდინარე, რა სულისკვეთებაც არის ჩვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში - რამდენად დიდია მოლოდინი ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების იმაზე, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას, რაც არის ამნისტიაზე შეთანხმება, მე ვიტოვებ ჯერ კიდევ იმედს, რომ შეიძლება შევძლოთ შეთანხმება, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვარ დარწმუნებული და არც იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელმოწერის შემდეგ "ქართული ოცნება" ძალიან რაციონალურად შეხედავს ვითარებას.

გრძელდება ურთიერთობა და აზრების გაცვლა. ვცდილობთ ორივე მხარემ დავაახლოვოთ პოზიციები და ხვალ დარეგისტრირდეს ერთი კანონპროექტი, სადაც ჩვენ შეთანხმებული ვიქნებით. არავის არ აქვს ილუზია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, უცებ, რაციონალური გახდება "ქართული ოცნება", რაციონალური რომ იყოს, მაშინ ის შეგვითანხმდებოდა და ერთი კანონპროექტი იარსებებდა უკვე, მაგრამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ, თუ არადა არც ის არ არის კატასტროფა თუ ორი სხვადასხვა კანონპროექტი იქნება, საზოგადოება ნახავს, ვის რა შეხედულება აქვს ამნისტიაზე. მთავარია , რომ ახლა ჩვენ რა ვალდებულებაც გვაქვს აღებული ეს არის ამნისტიის კანონის მიღება - ამ ნაწილში „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ვიყოთ ერთიანი, რომ მივიღოთ ერთიანი კანონი , შევთანხმდეთ და შევასრულოთ ვალდებულება. ეს არ არის სასიამოვნო პროცესი, არ არის ადვილი პროცესი, ვერ ვთანხმდებით დღემდე, მაგრამ ორივე მხარემ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ, ოპოზიცია ამას ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში, რომ ვალდებულებაა მისი, რომ მივიღოთ ამნისტიის კანონი და ამით შევასრულოთ პირველი პუნქტი ჩვენი ხელშეკრულების”, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა