ანრი ოხანაშვილი - დავაინიცირებთ კანონპროექტს, მივიღებთ ამნისტიის აქტს, რითაც ყველა შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებას - ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია

დავაინიცირებთ კანონპროექტს, მივიღებთ ამნისტიის აქტს და ამით ყველა შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებას,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ამნისტიის კანონის გამოთხოვის შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის გირაოს ნაცვლად საპატიმრო დატოვოს.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტიის აქტი შეთანხმების ნაწილია და ვინმეს, მათ შორის ნიკა მელიას ნებაზე დამოკიდებული არ არის.

“ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შეთანხმების არის ამნისტიის აქტი, რომლითაც პარტიები კისრულობენ ვალდებულებას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციას, ადამიანის ბედით მანიპულირებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული მისი იმპლემენტაცია”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ვის შეეხება ამნისტიის აქტი, როგორც ოხანაშვილი ამბობს, “ამნისტიის აქტში მიდგომა უნდა იყოს სამართლიანი”.

“ყველა პირი არის თანასწორი კანონის წინაშე. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვინმეს შესაძლო დანაშაული უნდა ეპატიოს, პარტიებაზე მაღლა არ შეიძლება დადგეს კონკრეტული პრივილეგია თანამდებობის სახით. ამიტომ ჩვენ ან ვპატიობთ სავარაუდო დანაშაულს ნიკანორ მელიას და სხვა პირებს, თუ ეს დაუმტკიცდებათ, ან არ ვპატიობთ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს