ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და კანონად იქცევა, „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს

ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია, „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „კანონპროექტი შეთანხმებულ ვადაში დაინიცირდება, რათა შეთანხმება შესრულდეს", მეტი ინფორმაცია კი ხვალ გახდება ცნობილი.

ოხანაშვილის თქმით, თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია დაეთანხმოს სამართლიან და რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება.

„დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას შესრულება სჭირდება. „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება. შეთანხმებიდან გამომდინარე, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ნაკისრი, მათ შორის ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება, თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა