მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული კვირეული გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ლელა ჩიქოვანმა და კობა კობალაძემ შეჯიბრში მონაწილე სამხედროებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს. სპორტული კვირეული, დაჭრილ-დაშავებული სამხედროების მონაწილეობით პარაფრენბურთით გაიხსნა. თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრში მონაწილეობას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ომის ვეტერანებიც იღებენ. შეჯიბრებები პარაფრენბურთში, ტექბოლში, ველორბოლა-პარაველოში, პისტოლეტით სროლაში, მკლავჭიდში, ნიჩბოსნობაში, პარაკალათბურთში და სხვა სპორტულ სახეობებში გაიმართება.

ღონისძიების მიზანი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცნობადობის ამაღლება, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების წარმოჩენა და რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მუდმივად უჭერს მხარს. თავდაცვის უწყება სისტემატიურად უზრუნველყოფს მათ ჩართულობას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა