ირაკლი ანთაძე - ჩვენი მოლოდინები არის მხოლოდ ერთი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახში და შეწყდეს ყველა უკანონო აქტივობა

ჩვენი მოლოდინები არის მხოლოდ ერთი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში, შეწყდეს ყველა ის უკანონო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დასვამენ საკითხს, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში, მაქსიმალურად იყოს დაცული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება.

„მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხი და ასევე, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იქნება ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩვენი გზავნილები და ჩვენი მოლოდინები არის მხოლოდ ერთი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და ასევე, რა თქმა უნდა, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში, შეწყდეს ყველა ის უკანონო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. ასევე, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს ამ დღესასწაულს და გვაქვს მოლოდინი და დავსვამთ საკითხს, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს