არჩილ თალაკვაძე - სჯობს, პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში არ იყო მხარე

სჯობს, პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში მხარე არ იყო, ვინაიდან, მე, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი დებატები, განხილვები და დისკუსიაში შესვლა მოგვიწევს ხელმომწერ ოპოზიციასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას წინ დიდი სამუშაო უძღვოდა, ამ პროცესში კი, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის, რომ დარბაზი ძალიან ძლიერი პოზიციებით იყოს წარმოდგენილი.

„მე ვთვლიდი, რომ შეთანხმების დასრულებისთანავე საჭირო იქნებოდა ჩემი ამ პოსტიდან წასვლა. დღეს, როცა პარლამენტში გვყავს კონკურენტული ოპოზიცია, მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის დარბაზში, ჩემ კოლეგებთან და არა სპიკერის პოზიციაზე. საჭიროა გუნდის გაძლიერება, საჭიროა, ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას, თუ რას ნიშნავს რეალური დემოკრატია და რას ნიშნავს ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ ამ პარლამენტში გავაკეთეთ. სხვათაშორის, მაშინაც, ოპოზიციამ თავის თავზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა, გადავიდა ბოიკოტის რეჟიმზე და ამ რეფორმების გაკეთება ჩვენ მოგვიწია. ყველა ხედავთ, რომ ჩვენ მიერ გადატარებული დემოკრატიული რეფორმებით გვაქვს წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც არაერთ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საშუალება, რომ საკუთარი ხედვები, საკუთარი პროექტები წარმოადგინონ, იკამათონ, შევიდნენ დებატებში, ჩვენც სწორედ ეს გვსურდა და სწორედ, ამიტომ ვმონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში.

მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“და ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ინტერესით, დღეს ყველა ხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი ნორმალურ კალაპოტშია. ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღეთ, რა თქმა უნდა, სჯობს პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მხარე არ იყო, ვინაიდან, მე, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი დებატები, განხილვები და დისკუსიაში შესვლა ხელმომწერ ოპოზიციასთან, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენდით პარტიას ამ მოლაპარაკებებში. პირველმა ნაბიჯებმა უკვე აჩვენა, რომ ამ შეთანხმებას წინ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაო დასჭირდება, ამ პროცესში „ქართული ოცნების“ და ჩვენი გუნდის ინტერესებში შედის, რომ ჩვენი უმრავლესობა, დარბაზი იყოს ძალიან ძლიერი პოზიციებით წარმოდგენილი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვს აღტკინება და სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, მესმის, რომ ამ ოპონენტებს არ სჯერათ, შეიძლება თუ არა მიიღოს ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთი გადაწყვეტილებები, მაგრამ შეგახსენებთ, რომ არაერთხელ მითქვამს - თანამდებობა, სავარძელი არ არის „ქართული ოცნების“ გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, ჩვენი პოზიციები, ჩვენი თანამდებობები წინსვლისთვის, პროგრესისთვის გამოვიყენოთ“, - განაცახდა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა