6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს

თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, დღეს პარლამენტში შევიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

ამ წუთებში სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, განცხადებების დასრულების შემდეგ კი პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. ამ პოსტზე წარდგენილია კახა კუჭავა.

იხილეთ ვიდეო:ბოიკოტი დასრულდა - ოპოზიციის ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა