გორის N12 საჯარო სკოლაში საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, დიზაინის ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები წარადგინეს

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეს, გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ინტელექტუალური შრომის შედეგი - საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებები, გამოგონებები, დიზაინის ნიმუშები და სასაქონლო ნიშნები წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, ეს ღონისძება იყო დასკვნითი ეტაპი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი კომპონენტისა -„კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება საქართველოს სკოლებში", რომელიც მიმართული იყო ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობისკენ.

„პროექტის პირველ ეტაპზე „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრის ტრენერებმა შერჩეული საჯარო სკოლის მასწავლებლები ინტელექტუალური საკუთრების სწავლების მეთოდოლოგიაში გადაამზადეს. შემდეგი ეტაპი მიეძღვნა გადამზადების ფარგლებში გეგმის თანახმად შემუშავებული კრეატიულობისა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილების ჩატარებას. სწავლების ეფექტიანობის მისაღწევად, შერჩეული სკოლების პედაგოგები უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა სასწავლო მასალით, რომელიც დაფუძნებულია ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (EUIPO) მასწავლებელთა სატრენინგო პაკეტის „ინტელექტუალური საკუთრების საფუძვლები" შინაარსზე.

პროექტისთვის საგანგებოდ შექმნილი „კრეატიული დღიური“ და სხვა სასწავლო მასალები, გამოყენებული იყო მშობლიური ენისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე. სასწავლო მასალების გამოყენებით მოხერხდა მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარება, შემოქმედებითობის, როგორც ფინანსური თუ მორალური სიკეთის მოპოვების წყაროს გააზრება და, ასევე, ინტელექტუალური შრომის, როგორც საკუთრების და ზოგადად დარგის მნიშვნელობის გაანალიზება. გარდა ამისა, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, თუ, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი ინტელექტუალური საკუთრება და პატივი სცენ სხვის გონებრივ შრომას.

ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საპილოტე ვერსიაში საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო თბილისის და რეგიონების საჯარო სკოლები. საქართველოს სკოლებში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლება დარგის განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს კრეატიულობისა და შემოქმედებითობის გაღვივება მოსწავლეებში, ხვალ ქვეყანაში მეცნიერების, ხელოვნების, ინოვაციებისა და მრეწველობის წინსვლის საწინდარია. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება პროექტი EUGIPP-ი, რომელიც 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაცია (EUIPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა