კახა კუჭავას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება ხელს შეუწყობს, რომ პარტიებმა ერთიანი მიზნებისთვის ბრძოლა გააგრძელონ

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება ხელს შეუწყობს, რომ პარტიებმა ერთიანი მიზნებისთვის ბრძოლა გააგრძელონ.

როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლადაა.

„პრეზიდენტმა მსგავსი ქმედება პირველად განახორციელა, როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლა უგულავა და ოქრუაშვილი. ეს მეორე ნაბიჯია, რათა ეს დაძაბულობა კიდევ უფრო დაწიოს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და ფაქტია, რომ ნამდვილად შეუწყობს იმ პროცესს ხელს, რომ კიდევ უფრო დაახლოვდეს და ერთიანი მიზნისთვის ბრძოლა ყველა პარტიამ ერთად გააგრძელოს. უნდა ველოდეთ, რომ ძალიან მალე - დღესვე ან ხვალ, უკვე იქნება შეწყალების აქტი”,- განაცხადა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო:კახა კუჭავას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალება ხელს შეუწყობს იმას, რომ პარტიებმა ერთიანი მიზნებისთვის ბრძოლა გააგრძელონ

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს