შალვა შავგულიძე - ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულებზე, რაც სამართლებრივად გაუმართავია და არც შეთანხმების სულისკვეთებას პასუხობს

ხელისუფლება ამბობს, რომ ამნისტია გავრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულებზე, რაც სამართლებრივად გაუმართავია და არც ამ შეთანხმების სულისკვეთებას პასუხობს, - ამის შესახებ შალვა შავგულიძემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლებზეც სამართალწარმოება უკვე მიმდინარეობს, ამდენად გამორიცხავს მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულების ამნისტირებას, რაც შესაძლოა მომავალში გამოიკვეთოს, ხოლო ხელისუფლების პროექტი ამ მიმართულებით არაგანჭვრეტადია და ჰიპოთეტურ დანაშაულებზე ვრცელდება, რომელიც შესაძლოა მომავალში გამოვლინდეს.

"სამწუხაროდ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას ამნისტიის შინაარსთან დაკავშირებით. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ, ოპოზიციას მიგვაჩნია, რომ ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რა მუხლებითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება ერთი მხრივ, 19- 20 ივნისის საპროტესტო აქციების მონაწილე პირთა მიმართ და მეორე მხრივ, პოლიციელთა მიმართაც, რომლებიც საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. იქნებოდა განჭვრეტადი, მკაფიო ამნისტია, რომ გავრცელდეს ორივე მხარეზე, მაგრამ გავრცელდეს, არსებულ ბრალდებებზე. ხელისუფლება ამბობს, რომ ბრალდებები და მუხლები არ იქნას მოხსენიებული და ითქვას, რომ ამნისტია ვრცელდება 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულებზე. ასეთი არაგანჭვრეტადი ამინისტია, როცა არ ჩანს რაზე ვრცელდება, სამართლებრივად არის ძალიან გაუმართავი და არც ამ შეთანხმების სულისკვეთებას პასუხობს. ჩვენ კონკრეტული, განჭვრეტადი ამნისტიის წინადადებით გამოვდივართ, რომ ორი წლის განმავლობაში რა ბრალდებებიც დაადგინა ხელისუფლებამ, ყველას ამინისტირება მოხდეს ერთი და მეორე მხრიდან. არ შეიძლება ჰიპოთეტური დანაშაულების ამინისტირება. რა გამოდის, ხელისუფლებამ იცის, რომ კიდევ არსებობს რაღაც დანაშაულები იქ, ორი წლის განმავლობაში არ გამოაჩინა ეს გამოძიების პროცესში და ჰიპოთეტურ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით შეიძლება ჩამოწეროს ეს დანაშაულები?! ეს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდას ხომ ვერ გამოიწვევს,"- აცხადებს შავგულიძე.

მისი თქმით, პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა იქნება, რომელ კანონპროექტს მიიჩნევენ ამ შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად.

"ის, რომ ერთობლივი კანონპროექტით ვერ წავიდა ამნისტიის საკითხი, არ ნიშნავს, რომ ამ შეთანხმების იმპლემენტაცია და შესრულება არ გაგრძელდება. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმიტომ, რომ იქ არის ძალიან სერიოზული საკითხები, არის საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირება, სასამართლოს რეფორმირება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გატარება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით. ვიბრძოლებთ ყველა ამ შედეგის მისაღწევად", - განაცხადა შავგულიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო