ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  99-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონო დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.

„ დღევანდელ შეხვედრაზე ბუნებრივია მთავარი განსახილველი საკითხი იყო, ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების გადაწყვეტის საკითხი.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ ის უპრეცედენტო ჩართულობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, როგორც ზაზა გახელაძის, ისე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქის საკითხთან დაკავშირებით.

დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა.

ბუნებრივია ჩვენ შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს”, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა, ასევე, ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი იყო, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის.

„საუბარი, ასევე, შეეხო ისეთ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხს, რომელიც დღეს გაგვაჩნია, ეს არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი თითოეულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტთან, რაც პირდაპირ ბმაშია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, როგორც სიცოცხლის და თავისუფლების, ასევე მათ ყოველდღიურ სასიცოცხლო ინტერესებთან“,-აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე. მათივე ინფორმაციით, IPRM-ის შემდეგი შეხვედრა ივნისში არის დაგეგმილი.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა