ზაზა გახელაძის მეუღლე - ოჯახი არ ვაპირებთ გაჩერებას, მოთმინება, რაც აქამდე იყო დასრულდება, არ გამოვრიცხავთ აქციებსაც

შევხვდებით პრეზიდენტს, შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომ ვთხოვო დახმარება უკანასკნელად, - ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ანთაძე გახელაძის ოჯახის წევრებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შეხვდა.

"კონკრეტული არაფერი არ თქმულა გარდა იმისა, რომ ისევ გრძელდება მუშაობა და არ ვიცით როდის დასრულდება, დღეს უკვე 290-ე დღე არის და კვლავ უშედეგოდ არის ეს ყველაფერი. რატომღაც გვეგონა, რომ დღეს რაღაც შედეგი დაიდებოდა ამ ცხრათვენახევრის განმავლობაში, მაგრამ ისევ უშედეგოდაა. ოჯახი არ ვაპირებთ გაჩერებას, ის მოთმინება, რაც აქამდე იყო დასრულდება, არ გამოვრიცხავთ აქციებსაც.

შევხვდებით პრეზიდენტს, შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, აქედან დავიწყებთ შეხვედრებს, შევხედავ, კიდევ რამდენ ხანს გაიწელება ეს პროცესი, როგორც გითხარით, ჯერ შევხვდები ყველა ინსტანციას, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომ ვთხოვო დახმარება უკანასკნელად", - განაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს