შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - ერთი თამამი ნაბიჯი უკვე გადადგეს, გამოიარეს ის კოროდორი, რომელიც მათივე მხარდამჭერებმა მოუწყეს, მოვუწოდებ მეორე ნაბიჯიც გადადგან

ერთი თამამი ნაბიჯი უკვე გადადგეს იმით, რომ შემოვიდნენ და გამოიარეს ის კოროდორი, რომელიც მათივე მხარდამჭრებმა მოუწყეს, მოვუწოდებ მეორე ნაბიჯიც გადადგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უკრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში შესულ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პარტიებმა საკუთარი მისამართით მოისმინეს ის შეძახილები, რასაც წინათ თავად სკანდირებდნენ. რაც შეეხება მელიას გზავნილებს, ის შეთანხმების აღსრულების ჩაშლას ემსახურება.

"რაც შეეხება სხვადასხვა სახის კომბინაციას, რომლის შემოთვლაც ხდება, რომ ან გაიწვიეთ ამნისტია, ან ევროკავშირის გირაო არ იყოს და იყოს თავდები, ამ ყველაფრის მიზანი არის ამ შეთანხმების აღსრულების ჩაშლა, ვატყობთ, რომ მიზანსაც გარკვეულწილად აღწევენ, რადგან ოპოზიციური პარტიებთან, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში, ეს დღეები ვცდილობთ მათთან კონსულტაციებს, რომ საერთო პროექტი გვქონდეს და ყოყმანობენ მაინც. პირდაპირ ჩანს, რომ მათ აქვთ გარკვეული შეზღუდვები, დისკომფორტი, ხედავენ რა იმ ტალღას მომდინარეს ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან თუ პარტიიდან, ხდება მათი დამუნათება, ეს დღეები პირდაპირ ცეცხლი იყო გახსნილი მათზე. ამიტომ მათ მოვუწოდებ, რომ მათ ერთი თამამი ნაბიჯი უკვე გადადგეს იმით, რომ შემოვიდნენ, გამოიარეს ის კოროდორი, რომელიც მათივე მხარდამჭერებმა მოუწყეს, ეს არის ტრაგიკული დასასრული მათი პროტესტის, რაც გუშინ ვიხილეთ. ის რასაც ისინი სკანდირებდნენ, საბოლოო ჯამში საკუთარი მისამართით მოისმინეს, ეს ერთი თამამი ნაბიჯი გადადგეს ახლა, გადადგან მეორე თამამი ნაბიჯი - ყველა თანხმდება, რომ ეს გვერდი უნდა გადაიშალოს და არ არის საჭირო მანიპულაცია ტერმინებზე და ა.შ. უნდა იყოს მხოლოდ მიმდინარე საქმეები თუ რამდენიმე მუხლი, საზოგადოებას სურს დასრულდეს შეუწყვეტელი საუბარი 20 ივნისთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს ამნისტიით, რომელიც არ გავრცელდება მძიმე დანაშაულებზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა