ბექა ლილუაშვილი - ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს

მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძის ჩანაცვლება კუჭავას კანდიდატურით მისთვის მოულოდნელი იყო.

კახა კუჭავას კანდიდატურას რატომ არ დავუჭირეთ მხარი, ასე არ დავსვამდი კითხვას, ზოგადად კანდიდატურას არ დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მმართველი გუნდის მხრიდან აქვს გაცხადებული და აღებული პასუხისმგებლობა, რომ 2024 წელს აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რაც პირველ რიგში, მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის პარტიის წევრებსაც ამ ინფორმაციას ბოლო წუთამდე არ უმხელს, ამიტომ ჩემთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარული იყო, 6 დეპუტატი, რომელმაც კახა კუჭავას არჩევას მხარი არ დაუჭირა, ლოგიკურად „ქართული ოცნებიდან“ გასული დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მათმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პირველივე გადაწყვეტილების მიღებისას როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს